საერთაშორისო სიმპოზიუმი
საერთაშორისო სიმპოზიუმი „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) ორგანიზებით. სიმპოზიუმი არის თემატური და ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობით გამოწვევებს. სიმპოზიუმის ფარგლებში ფუნქციონირებს სხვადასხვა თემატიკის სექცია და იმართება მრგვალი მაგიდა.