XVI საერთაშორისო სიმპოზიუმი
ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები
თბილისი, საქართველო
სიმპოზიუმის ორგანიზატორი:
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
თანაორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVI საერთაშორისო სიმპოზიუმზე –
რომელიც ჩატარდება 2023 წლის 27-29 სექტემბერს.
სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია.
სიმპოზიუმის თემაა:
„სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“
სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:
– სოციალისტური რეალიზმი. ტერმინი, პროცესი, მიმდინარეობა
– სოციალისტური რეალიზმი და საბჭოთა დისკურსი
– სოციალისტური რეალიზმის მოდელები და ფორმები
– სოციალისტური რეალიზმი „ადამიანური სახით“
– სოციალისტური რეალიზმი და მეტაფორული აზროვნება
– სოციალისტური რეალიზმის პოეტიკა და პოლიტიკა
– სოცრეალიზმის ეპოქის ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტიკა
– ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი
სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
გთხოვთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და თეზისები გამოგზავნეთ 2023 წლის 30 ივნისამდე მისამართზე: rustaveliconference@gmail.com
თეზისიები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1;
*არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 20 ივლისი;
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
უცხოელი მეცნიერებისათვის – 90 ევრო
ქართველი მეცნიერებისათვის:
- მოხსენებით გამომსვლელთათვის – 90 ლარი;
- თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 120 ლარი;
- სტუდენტებისთვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი)– 50 ლარი
- სტუდენტებისთვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) თანაავტორობთ– 80 ლარი
სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:
- სიმპოზიუმის ბეჭდური და ელექტრონული მასალის გამოცემა (პროგრამა, თეზისები, მასალები);
- ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში.