ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • ქართული
  • English
  • XVII საერთაშორისო სიმპოზიუმი

    ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები
    ქუთაისი, საქართველო

    ქუთაისი შეუერთდა იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს ლიტერატურის მიმართულებით

    სიმპოზიუმის ორგანიზატორები:
    კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
    თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
    ქალაქ ქუთაისის მერია

    თანამონაწილე ორგანიზაციები:
    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVII საერთაშორისო სიმპოზიუმში –
    ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები
    მონაწილეობის მისაღებად.

    სიმპოზიუმს უმასპინძლებს ლიტერატურული ქალაქი ქუთაისი,
    2024 წლის 25-27 სექტემბერს.

    სიმპოზიუმის თემაა:
    პატარა ქვეყნების ლიტერატურები და თანამედროვე
    გლობალური სამყაროს გამოწვევები

    სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:

    • მსოფლიო ლიტერატურა და ნაციონალური ლიტერატურები;
    • ნაციონალური ლიტერატურა და რეგიონული ლიტერატურები;
    • ეთნიკური უმცირესობების მწერლობა. ლოკალური და გლობალური გამოწვევები;
    • თარგმანი როგორც ინტერკულტურული კომუნიკაციის ფორმა;
    • პატარა ქვეყნების საგამომცემლო პოლიტიკა ლიტერატურის სფეროში;
    • ლიტერატურა, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრია;
    • ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები.

    სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს მრგვალი მაგიდის სექციები:

    • ქუთაისი – ქართული მოდერნიზმის სამშობლო;
    • ქუთაისელი მწერლები მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (პროზა, პოეზია, დრამატურგია და სხვ).

    სიმპოზიუმის მონაწილეთათვის დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:

    • სიმპოზიუმის მონაწილეთა მიღების ცერემონიალი ქალაქ ქუთაისის მერიაში;
    • შეხვედრა ადგილობრივ საუნივერსიტეტო წრეებთან;
    • შეხვედრები თანამედროვე ქართველ მწერლებთან, მთარგმნელებთან, გამომცემლებთან;
    • ვიზიტები ადგილობრივ მუზეუმებსა და გალერეებში.

    სიმპოზიუმი ჩატარდება დასწრებული მონაწილეობის ფორმატში.
    სიმპოზიუმის სამუშაო ენები:
    ქართული, ინგლისური.

    გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა (იხ. დანართი) და გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com
    თეზისების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი
    თეზისები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად
    (ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
    თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1.
    სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
    შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა არის 2024 წლის 30 ივნისი.
    შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
    • უცხოელი მეცნიერებისათვის – 90 ევრო

    ქართველი მეცნიერებისათვის:
    • მოხსენებით გამომსვლელთათვის – 90 ლარი;
    • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 140 ლარი;
    • სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 60 ლარი;
    • სტუდენტებისათვის (თანაავტორობით) – 100 ლარი.

    აკაკი წერეთელის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების სარეგისტრაციო გადასახადს, მათი მოხსნებების მიღების შემთხვევაში, დაფარავს ქალაქ ქუთაისის მერია.

    სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:
    • სიმპოზიუმის პროგრამის გამოცემა (ბეჭდური, ელექტრონული);
    • სიმპოზიუმის თეზისებისა და პროგრამის გამოცემა (ელექტრონული),რომლებსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.
    • ყავა-ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში.

    რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში, და მინიჭებული აქვს DOI სარეგისტრაციო ნომერი.
    დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტს აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com