ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • ქართული
  • English
  • XVI საერთაშორისო სიმპოზიუმი

    ლიტერატურათმცოდეობის თანამედროვე პრობლემები

    თბილისი, საქართველო

    სიმპოზიუმის ორგანიზატორი:

    კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

    თანაორგანიზატორები:

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
    შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

    გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XVI საერთაშორისო სიმპოზიუმზე –

    რომელიც ჩატარდება 2023 წლის 27-29 სექტემბერს.

    სიმპოზიუმი ინტერდისციპლინურია.

    სიმპოზიუმის თემაა:

    „სოციალისტური რეალიზმის ეპოქა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“

    სიმპოზიუმის პრეამბულა

    სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს სექციები:

    – სოციალისტური რეალიზმი. ტერმინი, პროცესი, მიმდინარეობა

    – სოციალისტური რეალიზმი და საბჭოთა დისკურსი

    – სოციალისტური რეალიზმის მოდელები და ფორმები

    – სოციალისტური რეალიზმი „ადამიანური სახით“

    – სოციალისტური რეალიზმი და მეტაფორული აზროვნება

    – სოციალისტური რეალიზმის პოეტიკა და პოლიტიკა

    – სოცრეალიზმის ეპოქის ლიტერატურული კრიტიკა და პუბლიცისტიკა

    – ხელოვნება და სოციალისტური რეალიზმი

    სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

    გთხოვთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა და თეზისები გამოგზავნეთ 2023 წლის 30 ივნისამდე მისამართზე:  rustaveliconference@gmail.com

    თეზისიები იგზავნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად

    (ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)

    მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1;

    *არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!

    სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.
    შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 20 ივლისი;

    შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

    უცხოელი მეცნიერებისათვის – 90 ევრო

    ქართველი მეცნიერებისათვის:

    • მოხსენებით გამომსვლელთათვის – 90 ლარი;
    • თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 120 ლარი;
    • სტუდენტებისთვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი)– 50 ლარი
    • სტუდენტებისთვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) თანაავტორობთ– 80 ლარი

    სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:

    • სიმპოზიუმის ბეჭდური და ელექტრონული მასალის გამოცემა (პროგრამა, თეზისები, მასალები);
    • ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;

    სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული (ელექტრონული და ბეჭდური), რომელსაც მიენიჭება DOI სარეგისტრაციო ნომერი და განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში.

    რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში.