საერთაშორისო კონფერენცია
ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი
2025 წლის 29–30 სექტემბერი
თბილისი, საქართველო
კონფერენციის ორგანიზატორები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)
გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში –
ემიგრაცია და ლიტერატურული დისკურსი
მონაწილეობის მისაღებად.
კონფერენციის სექციები:
● 1920–30-იანი წლების ქართველი ემიგრანტების ლიტერატურული მემკვიდრეობა – ისტორიული და თეორიული ანალიზი.
სექციის თავმჯდომარე: პროფესორი ირმა რატიანი.
● ენისა და იდენტობის პრობლემები ემიგრანტი მწერლების შემოქმედებაში.
სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი თინათინ ბოლქვაძე, პროფესორი კარინა ვამლინგი (შვედეთი).
● მე-20 საუკუნის ქართული ემიგრაციის არქივები.
სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი ალექსანდრ სტროევი (საფრანგეთი), ფ. დ. თათია ობოლაძე.
● 1920-30-იანი წლების ქართული ემიგრაციის კულტურული გარემო (ლიტერატურა, ფილოსოფია, ფერწერა, მუსიკა და სხვ.).
სექციის თავმჯდომარე: ფ. დ. ირინე მოდებაძე, ფ. დ. გია არგანაშვილი.
● კავკასიური ემიგრაცია ევროპაში 1920-30-იან წლებში
სექციის თავმჯდომარეები: პროფესორი გაგა ლომიძე, პროფესორი რაჰილა გეიბულაევა (აზერბაიჯანი).
● ემიგრანტი მწერლები და კულტურულ-ლიტერატურული კავშირები სხვადასხვა ეპოქათა კონტექსტში (მათ შორის, თანამედროვე)
სექციის თავმჯდომარე: ფ. მ. დ. დარეჯან მენაბდე, ფ.დ. მირანდა ტყეშელაშვილი.
● მიხაკო წერეთლის მოღვაწეობა ემიგრაციაში.
სექციის თავმჯდომარეები: ასოც. პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი,
ასოც. პროფესორი ნინო სამსონია.
კონფერენციის საზეიმო გახსნა გაიმართება 29 სექტემბერს, 11 საათზე.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური.
გთხოვთ, გამოგზავნოთ თეზისები ქართულ და ინგლისურ ენებზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com
თეზისები მიიღება 2025 წლის 25 ივნისამდე.
(ყურადღება მიაქციეთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!)
თეზისების მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1. თეზისს დაურთეთ 5 საკვანძო სიტყვა და თქვენი აფილაცია.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი ანონიმური რეცენზირებით შეარჩევს მოხსენებებს.
რეცენზირების შედეგებს გაცნობებთ 2025 წლის 5 ივლისს.
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
ქართველი მეცნიერებისათვის:
• მოხსენებით გამომსვლელთათვის – 120 ლარი;
• თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 160 ლარი;
• შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) მოქმედი წევრებისთვის – 80 ლარი;
• სტუდენტებისათვის (მაგისტრანტი, დოქტორანტი) – 80 ლარი;
სარეგისტრაციო გადასახადი მოიცავს:
• კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალს;
• ყავა/ჩაის შესვენებებს კონფერენციის დღეებში;
• კონფერენციის პროგრამის, თეზისებისა და მასალების ელექტრონული გამოცემას, რეგისტრაციას Google Scholars-ში და DOI-ს მინიჭებას.
რჩეული მოხსენებები სტატიებად გამოქვეყნდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB–SHW,
ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში, და მინიჭებული აქვს DOI-ის სარეგისტრაციო ნომერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის
ელექტრონულ მისამართზე: rustaveliconference@gmail.com