ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • ქართული
  • English
  • სიმპოზიუმის შესახებ

    ყოველწლიური საერთაშორისო სიმპოზიუმი , სახელწოდებით „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“,  შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში 2007 წელს დაარსდა. სიმპოზიუმი თემატურია და უკვე თორმეტი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად ლიტერატურათმცოდნეობის ყველაზე აქტუალურ გამოწვევებს ეძღვნება. 

    სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად  შემოდის რამდენიმე ასეული განაცხადი მსოფლიოს ოცამდე ქვეყნიდან: აშშ-დან,  კანადიდან, იაპონიიიდან, ბულგარეთიდან,  გერმანიიიდან, საბერძნეთიდან, ლიტვადან, ლატვიიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან,  მაკედონიიიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროდან,    თურქეთიდან, ირანიდან და სხვ. აგრეთვე, – თბილისისა და საქართველოს სხვა რეგიონების საუნივერსიტეტო და კვლევითი ცენტრებიდან.  სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის მიერ, შემოსული განაცხადებიდან ყოველწლიურად  დაახლოებით ასოცი-ასოცდაათი მომხსენებელი შეირჩევა. 

    სიმპოზიუმის ფარგლებში  მუშაობს  როგორც პლენარული, ასევე თემატური სექციები.  ეწყობა  „მრგვალი მაგიდის“ სხდომები.  საერთაშორისო სიმპოზიუმის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. 

    ყოველწლიურად იბეჭდება საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები ორ წიგნად, რომელიც ინდექსირებულია „Google Scolar“-ში. 

    სიმპოზიუმის აქტუალური თემატიკიდან და მისი მაღალი სამეცნიერო ხარისხიდან გამომდინარე,  მასალების ყოველწლიური კრებულები, მსოფლიო მასშტაბით, დიდი ინტერესის საგანი ხდება, რისი ნათელი დასტურია ის ფაქტი, რომ რამდენჯერმე ამ გამოცემებით დაინტერესდა  მსოფლიოში ცნობილი საგამომცემლო სახლები. კერძოდ: 2011 წელს გამომცემლობამ „Cambridge Scholar Publishing“  მე-7 საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი მე-20 საუკუნის გამოცდილება“ რჩეული მასალების კრებული ამავე სახელწოდების  (Totalitarianism and Literary Discourse: 20-th Century Experience) კრებულად გამოსცა, 2014 წელს  წელს კი იმავე გამომცემლობამ განახორციელა  ანალოგიური გამოცემა მე-9 საერთაშორსო სიმპოზიუმის „ლიტერატურა დევნილობაში. მე-20 საუკუნის გამოცდილება“  მასალების მიხედვით(Literature in Exile Emigrants’ Fiction 20th Century Experience).