ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • English
  • ქართული
  • XV საერთაშორისო სიმპოზიუმი – „ლიტერატურა და პანდემია. ისტორიული და თემატური გამოცდილება“ – 22-24 სექტემბერი, 2021 წელი. ჩატარდება ონლაინ.

    ძვირფასო კოლეგებო!

    თითქმის ერთი წელია, რაც მსოფლიო საზოგადოებას პანდემიის პირობებში უწევს არსებობა. კოვიდ -19 ვირუსულმა ინფექციამ შეცვალა ცხოვრებისა და ურთიერთობების სტილი. ადამიანები აღმოჩნდნენ კლაუსტროფობიულ იზოლაციაში და მოკლებულნი არიან ჩვეულ კომუნიკაციებს. მწერლობა, რომელიც წარმოადგენს რეფლექსიას რეალობაზე, სხვადასხვა გამოვლინებებში აირეკლავს მიმდინარე პროცესებს.

    არის საკითხები, რომლებიც მყისიერ ანალიზს მოითხოვს:

    • როგორი გახდა მსოფლიო მწერლობა პანდემიის პირობებში?
    • რა ზეგავლენა იქონია მოულოდნელმა განსაცდელმა პოეზიასა და პროზაზე, კრიტიკასა და პუბლიცისტიკაზე?
    • როგორ შეიცვალა ლიტერატურის სწავლების მეთოდები (უნივერსიტეტებსა და სკოლებში) შექმნილ ვითარებაში?
    • რამდენად ესადაგება საქართველოს გამოცდილება საერთაშორის?

    ნურც ისტორიულ წარსულს დავივიწყებთ. მსოფლიოს არაერთხელ დამუქრებია  ხოლერა, შავი ჭირი, ტიფი… სწორედ პანდემიის პირობებში დაიწერა ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“ და სწორედ პანდემიის თემაზე დაიწერა ალბერ კამიუს „შავი ჭირი“, ჯეკ ლონდონის „ალისფერი ჭირი“, გაბრიელ-გარსია მარკესის „სიყვარული ჟამიანობის დროს“, ვაჟა-ფშაველას „ფიქრები (ხოლერის გამო)… და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი შესანიშნავი წიგნი და პუბლიცისტური წერილი!

    გავიხსენოთ ისინი და მათი ზეგავლენა დღვანდელობაზე:

    • როგორ და რა მიზნით იქმნებოდა ლიტერატურული შედევრები პანდემიის პირობებში?
    • რატომ ირჩევდნენ მწერლები პანდემიას თავიანთი ტექსტის თემად?
    • რამდენად რეფლექსირდება წარსულში შექმნილი ე.წ. პანდემიური ტექსტები დღევანდელ ლიტერატურულ პროცესში?
    • როგორია ქართული ლიტერატურული და კრიტიკული გამოცდილება ამ თვალსაზრისით?

    სასაუბრო ნამდვილად ბევრია. ლიტერატურა და პანდემია თთქოს მუდმივად უახლოვდებიან ერთმანეთს და ეს დაახლოება ყოველთვის რაღაც ახალის მაუწყებელია, მტკივნეული, მაგრამ დიდი ტრანსფორმაციისა, რომელიც საზოგადოებამ უნდა დაძლიოს და გადალახოს თავისი გაჯანსაღების სახელით.

    შოთ რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თქვენთან ერთად, იღებს დროის გამოწვევას.

    სიმპოზიუმის განაცხადების მიღება დაიწყება 2021 წლის 1 თებერვლიდან.