ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • English
  • ქართული
  • XIV საერთაშორისო სიმპოზიუმი – აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი (ეძღვნება გოგლას – გიორგი ლეონიძის ხსოვნას)

    გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ XIV საერთაშორისო სიმპოზიუმზე –
    „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“
    რომელიც ჩატარდება 2020 წლის 23-26 სექტემბერს.

    XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის თემაა:
    აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი

    (ეძღვნება პოეტ-აკადემიკოსს გიორგი ლეონიძეს)

    სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი მიმართულებები:

    • ისტორია და კოლექტიური მეხსიერება
    • ფოლკლორი – ნაციონალური იდენტობის საცავი
    • მითი, რიტუალი და სიმბოლო ფოლკლორსა და ლიტერატურაში
    • ფოლკლორული ჟანრები
    • ფოლკლორი და მხატვრული ტექსტი
    • თანამედროვე მითოლოგია და ლიტერატურული ზღაპარი
    • მუსიკალური ფოლკლორი
    • თანამედროვე ფოლკლორული ნარატივები (ურბანული მითები)
    • ფოლკლორი და გენდერი
    • ფოლკლორი – კულტურათაშორისი კომუნიკაციების  საშუალება
    • ფოლკლორი მულტიკულტურულ საზოგადოებაში – ტრადიცია და ინოვაცია კულტურაში
    • ფოლკლორი და მოსაზღვრე სამეცნიერი დისციპლინები (ისტორია, ლიტერატურა, ეთნოლოგია)
    • ფოლკლორის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია
    • ფოლკლორი და დიგიტალური ეპოქა
    • ციფრული ფოლკლორული არქივები და მონაცემთა ბაზები
    • საველე-შემკრებლობითი კვლევის პრაქტიკა
    • ფოლკლორი და მულტიმედია
    • ფოლკლორი პოპკულტურაში
    • ფოლკლორი მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში
    • ფოლკლორისტები: სახელები, ეპოქები, ღვაწლი

    სიმპოზიუმის სამუშაო ენები:  ქართული, ინგლისური, რუსული.