ENG / GEO
კონფერენციის შესახებ

ყურადღება!

საერთაშორისო კონფერენცია

„ვეფხისტყაოსანი“ და მისი ადგილი მსოფლიო მწერლობაში.

თანამედროვე ინტერპრეტაციები

(ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“ შექმნიდან 850-ე საიუბილეო წლისთავს)

 

თბილისი, საქართველო

4-5 ნოემბერი, 2016 წელი

 

კონფერენციის ორგანიზატორები:

შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA)

 

ფინანსური მხარდამჭერი:

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტი

საორგანიზაციო კომიტეტი

კონფერენციის მონაწილეთა სია

 

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები:

*  შოთა რუსთაველი - გვიანი შუასაუკუნეების ავტორი

*  შუასაუკუნეების ლიტერატურული ჟანრები და „ვეფხისტყაოსნის“ ჟანრის საკითხი

*  შუასაუკუნეების ლიტერატურული კანონი და ტრადიცია

*  „ვეფხისტყაოსანი“ და დასავლური რაინდული რომანი

*  „ვეფხისტყაოსანი“ და აღმოსავლური ეპოსი. რუსთაველი და ნიზამი

*  ევროპული და ნაციონალური კონტექსტების ურთიერთმიმართების პრობლემა და „ვეფხისტყაოსანი“

*  „ვეფხისტყაოსანი“ და თანამედროვე ლიტერატურული პროცესი. კლასიკის რე/დეკონსტრუქცია: ნარაციული და რეცეფციული სტრატეგიები

*  „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანები

*  „ვეფხისტყაოსანი“ უცხოურ ბიბლიოთეკებსა და არქივებში

 

 

კონფერენციის ფარგლებში იმუშავებს სტუდენტური სექცია!

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს!

 

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე:

 

„ვეფხისტყაოსანი“ 21-ე საუკუნის გადმოსახედიდან. კლასიკის თანამედროვე რეცეფცია“

 

 

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

 

კონფერენციაში მუშაობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და გამოაგზავნონ თეზისები. იხილეთ ბმული:

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ ქართულ და ინგლისურ ენებზე!

  • თეზისები იგზავნება ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
  • თეზისების მოცულობა – 250 - 300 სიტყვა. ქართული შრიფტი - LitNusx, ინგლისური შრიფტი -Times New Roman. შრიფტების ზომა – 11, ინტერვალი - 1;

 

რეგისტრაციისა და თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 10 ოქტომბერი, 2016 წელი.

თეზისების გამოგზავნისა და რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა 12 ოქტომბრამდე!

შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა:  20 ოქტომბერი, 2016 წელი.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მონაწილეთა შერჩევის უფლებას.

_______________________________________________


შერჩეული მონაწილეებისთვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:

   უცხოელი მეცნიერებისათვის - 50 ევრო

 

  ქართველი მეცნიერებისათვის:

  მოხსენებით გამომსვლელთათვის  - 50 ლარი
  თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი ავტორი) – 60 ლარი

 

სტუდენტები თავისუფლდებიან სარეგისტრაციო გადასახადისგან!



კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა კონფერენციის მასალების კრებული.

 

 

კონფერენციის გახსნის ცერნემონიალი გაიმართება სასტუმრო „ბეტსის“ საკონფერენციო დარბაზში  

კონფერენციის სამუშაო სესიები ჩატარდება შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ:

 

Mail: rustaveliconference@gmail.com