ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • English
  • ქართული
  • იწყება სტატიების შეგროვება სიმპოზიუმის მასალების კრებულისათვის

    პატივცემულო კოლეგებო,

    გაცნობებთ, რომ მე-14 საერთაშორისო სიმპოზიუმის – აბრეშუმის გზის ქვეყნების ქართული ფოლკლორი – მასალების გამოცემა დაგეგმილია ელექტრონული წიგნის სახით.

    სტატია შესრულებული უნდა იყოს „ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილის“ დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხსენების ტექსტი დაუბრუნდება ავტორს და მასალებში არ დაიბეჭდება!

    „ლიტერატურის ინსტიტუტის ციტირების სტილი“ შეგიძლიათ იხილოთ ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: http://www.litinstituti.ge/citireba-axal-ge.pdf  (4-8 პუნქტები).

     სტატიას, საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, წინ უნდა უძღოდეს მოკლე  ანოტაცია ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 100 სიტყვა) და საკვანძო სიტყვები (მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ხუთი) ასევე ინგლისურ ენაზე (ვრცელი ინგლისური რეზიუმე საჭირო არ არის).

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სტატიის მოცულობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ ხუთ და მაქსიმუმ შვიდ, 4 ფორმატის ნაბეჭდ გვერდს.

    სატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 1 ნოემბერი  (არა უგვიანეს!).        

    გთხოვთ, ამ წერილის მიღება დაგვიდასტუროთ.

    პატივისცემით, საორგანიზაციო კომიტეტი