ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები

       

საერთაშორისო სიმპოზიუმი

  • English
  • ქართული
  • დიდი მადლობა ყველას!

    შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტმა კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და მაღალ აკადემიურ დონეზე ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“!!!

    დიდი მადლობა სიმპოზიუმის მონაწილეებს, საქართველოს სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ცენტრების წამომადგენლებს დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით,  აგრეთვე, ჩვენს პატივცემულ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ბრწყინვალე მოხსნებებისა და პრეზენტაციებისთვის!

    დიდი მადლობა მხარდამჭერ დ თანამონაწილე ორგანიზაციებს, მათ ხელმძღვანელებს – პროფესორ გიორგი შარვაშიძეს და ბატონ გიორგი დონაძეს, და რაც მთავარია – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გუნდს, სამეცნიერო საბჭოს, და საორგანიზაციო კომიტეტს, სიმპოზიუმის შეუფერხებელი და რეზონანსული მუშაობისთვის! დიდი მადლობა მაკა ელბაქიძეს, გაგა ლომიძეს, მირანდა ტყეშელაშვილს, თათია ობოლაძეს, ირინა მოდებაძეს, ლილი მეტრეველს, მარინა ტურაშვილს, ადა ნემსაძეს, შორენა შამანაძეს, მარიამ გიორგაშვილს, თინა დუგლაძეს, მარიკა ჯიღაურს, ზვიად ტყეშელაშვილს. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც პირველივე დაანონსების დღიდან ფეისბუქისა და სხვა ინტერნეტრესურსების მეშვეობით თვალს ადევნებდა ჩემს/ჩვენს პოსტებს, აზიარებდა, კომენტარებს ურთავდა და ძალას გვმატებდა! ჩვენი გულები გეკუთვნით თქვენ!

    ირმა რატიანი
    პროფესორი,
    შოთა რუსთაველის სახელობის
    ქართული ლიტერატურის
    ინსტიტუტის დირექტორი