მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ:
- უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და ატვირთოთ თეზისები – სიმპოზიუმზე რეგისტრაცია
- თეზისის დეტალები:
- ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად (გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინგლისური ტექსტის ხარისხს!);
- მოცულობა – 250 სიტყვა. ორივე ენაზე შრიფტი – Sylfaen. შრიფტის ზომა – 10, ინტერვალი – 1;
*ატვირთვის ბოლო ვადა – 15 მაისი!
*არასწორად ატვირთული თეზისები და სარეგისტრაციო ფორმა არ განიხილება!
- სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი შეარჩევს მონაწილეებს
- შედეგების შეტყობინების ბოლო ვადა – 20-25 მაისი, 2019
შერჩეული მონაწილეებისათვის დაწესებულია სარეგისტრაციო გადასახადი:
ქართველი მეცნიერებისათვის:
- მოხსენებით გამომსვლელთათვის – 90 ლარი;
- თანაავტორობით გამომსვლელთათვის (ორი თანაავტორი) – 130 ლარი;
- დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის – 60 ლარი;
- დაუსწრებელი (სასტენდო) მოხსენებისთვის თანაავტორობით (ორი თანაავტორი) – 90 ლარი
საბანკო ანგარიში დაეგზავნებათ შერჩეულ მონაწილეებს!
სარეგისტრაციო გადასახადი მოხსენებით გამომსვლელთათვის ითვალისწინებს შემდეგს:
- სიმპოზიუმის ბეჭდური მასალა (პროგრამა, თეზისები);
- ყავა–ჩაის შესვენებები სიმპოზიუმის დღეებში;
- მსუბუქი სადილი (ლანჩი) სიმპოზიუმის დღეებში;
სიმპოზიუმის დასრულების შემდეგ გამოიცემა სიმპოზიუმის მასალების კრებული:
- რომელიც განთავსდება GOOGLE SCHOLAR-ის ბაზაში
- რჩეული მოხსენებები, სტატიების სახით, დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალში „სჯანი“, რომელიც განთავსებულია CEEOL, VABB-SHW, ERIH PLUS-ის და EBSCO-ს ბაზებში